ჩვენი კომპანია უკვე მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ტურისტული ტრანსპორტირების სფეროში და სტუმრებს სთავაზობს უსაფრთხო, კომფორტულ და სანდო გადაადგილებას ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი მომსახურება მორგებულია როგორც ინდივიდუალური მოგზაურების, ასევე მცირე და დიდი ტურისტული ჯგუფების საჭიროებებზე. ჩვენს ავტოპარკში შედის მიკროავტობუსები, მინივენები და სედანის ტიპის ავტომობილები, რომლებიც სრულად გამართულია და აკმაყოფილებს თანამედროვე კომფორტისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. გამოცდილი და პროფესიონალი მძღოლები უზრუნველყოფენ მგზავრობის მაქსიმალურ კომფორტს, პუნქტუალობასა და უსაფრთხოებას. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ მოგვცა შესაძლებლობა, ზუსტად გავიგოთ ტურისტების მოთხოვნები და შევთავაზოთ მათ მაღალი ხარისხის მომსახურება, ინდივიდუალური მიდგომით. ჩვენი მიზანია, საქართველოს სტუმრებისთვის გადაადგილება იყოს მარტივი, სასიამოვნო და დაუვიწყარი მოგზაურობის ნაწილია. ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ დეტალზე და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ თქვენი მგზავრობა იყოს კომფორტული, უსაფრთხო და დროულად ორგანიზებული.

2026 All Rights Reserved. Design by GJ