ავტოპარკი

ჩვენ გვყავს მიკროავტობუსები, მინივენები, სედანის ტიპის ავტომობილები. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი, კომფორტულად გადასაადგილებლად.

ჩვენ შესახებ

ჩვენი კომპანია უკვე მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ტურისტული ტრანსპორტირების სფეროში და სტუმრებს სთავაზობს უსაფრთხო, კომფორტულ და სანდო გადაადგილებას ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი მომსახურება მორგებულია როგორც ინდივიდუალური მოგზაურების, ასევე მცირე და დიდი ტურისტული ჯგუფების საჭიროებებზე. ჩვენს ავტოპარკში შედის მიკროავტობუსები, მინივენები და სედანის ტიპის ავტომობილები, რომლებიც სრულად გამართულია და აკმაყოფილებს თანამედროვე კომფორტისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. გამოცდილი და პროფესიონალი მძღოლები უზრუნველყოფენ მგზავრობის მაქსიმალურ კომფორტს, პუნქტუალობასა და უსაფრთხოებას. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ მოგვცა შესაძლებლობა, ზუსტად გავიგოთ ტურისტების მოთხოვნები და შევთავაზოთ მათ მაღალი ხარისხის მომსახურება, ინდივიდუალური მიდგომით. ჩვენი მიზანია, საქართველოს სტუმრებისთვის გადაადგილება იყოს მარტივი, სასიამოვნო და დაუვიწყარი მოგზაურობის ნაწილია. ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ დეტალზე და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ თქვენი მგზავრობა იყოს კომფორტული, უსაფრთხო და დროულად ორგანიზებული.

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

საქართველო გთავაზობთ მრავალსაუკუნოვან კულტურას, შთამბეჭდავ ლანდშაფტებს და უნიკალურ სამოგზაურო გამოცდილებას.

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ ?

ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს მშვიდად ყოფნას, გამჭვირვალე პირობებს და პარტნიორს, რომელსაც ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ.